ახალი ამბები

შეტაკება მეხანძრეებსა და პოლიციელებს შორის ესპანეთში

24 ოქტომბერი, 2023 • 973
შეტაკება მეხანძრეებსა და პოლიციელებს შორის ესპანეთში

ესპანეთის ქალაქ ორენსეში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციასა და მეხანძრეებს შორის შეტაკება მოხდა. მეხანძრეები აქციაზე გამოვიდნენ შრომითი პირობების გაუმჯობესების, მათ შორის, ხელფასის ზრდის მოთხოვნით.

შემთხვევის ადგილიდან გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ მომიტინგე მეხანძრეებმა პოლიციის მისამართით ცეცხლსატყორცნიც გამოიყენეს.

პოლიციელთა პროფკავშირმა დაგმო მეხანძრეების „ძალადობრივი მოქმედებები“, იტყობინება ადგილობრივი გამოცემა „ევროპა პრესს“. მათი თქმით, მეხანძრეებმა პოლიციელებთან შეტაკებები და ცეცხლსატყორცნის გამოყენება წინასწარ დაგეგმეს.

გალიციის რეგიონიულ საბჭოსთან [ადგილობრივ პარლამენტთან] მიმდინარე აქციაში დაახლოებით 200 მეხანძრე მონაწილეობდა. მედიის ცნობით, შრომითი პირობების გაუმჯობესებისთვის ისინი ივნისიდან იბრძვიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი