ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

მოსკოვი სომხეთსა და აზერბაიჯანს საზღვრების დელიმიტაციაში დახმარებას სთავაზობს

24 ოქტომბერი, 2023 • 1364
მოსკოვი სომხეთსა და აზერბაიჯანს საზღვრების დელიმიტაციაში დახმარებას სთავაზობს

“ორივე მხარე თანხმდება იმაზე, რომ ყარაბაღი აზერბაიჯანს ეკუთვნის, ეს კი მთავარი გადაუჭრელი პრობლემა გახლდათ. დღეს მხოლოდ პრაქტიკული ნაბიჯებია დარჩენილი ურთიერთობების სრული ნორმალიზაციისთვის – პირველ რიგში, ესაა სამშვიდობო შეთანხმება, საზღვრების დელიმიტაცია და სატრანსპორტო კომუნიკაციების დალაგება”, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თეირანში 3+3 ფორმატის მინისტერიალის დროს.

მისივე თქმით, რუსეთს მაკოორდინირებელის როლი აქვს ყველა ზემოთ ჩამოთვლილ პროცესში და სწორედ ის ეხმარება მხარეებს დარჩენილი საკითხების გადაჭრაში.

რაც შეეხება აზერბაიჯან-სომხეთის საზღვრის დელიმიტაციას, ლავროვის თქმით, მოსკოვი მზადაა რეალურად დაეხმაროს ამ პროცესის ჩაშვებას და იმის მიუხედავად, რომ უკანასკნელი წლის განმავლობაში, როგორც ევროპული საბჭო, ასევე, აშშ ცდილობდნენ დელიმიტაციის პროცესში ჩანერგვას, სწორედ რუსეთის ფედერაციას აქვს საბჭოთა დროის რუკები, რომელიც დელიმიტაციის პროცესისთვის არის საჭირო.

მასალების გადაბეჭდვის წესი