ახალი ამბები

ჰამასმა კიდევ ორი ტყვე გაათავისუფლა

23 ოქტომბერი, 2023 • 1301
ჰამასმა კიდევ ორი ტყვე გაათავისუფლა

ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“  კიდევ 2 ტყვე გაათავისუფლა, რომლებიც 7 ოქტომბერს ისრაელიდან ღაზის სექტორის მიმართულებით გაიტაცეს.

ინფორმაციას წითელი ჯვარი ადასტურებს და აცხადებს, რომ გათავისუფლებულებმა უკვე დატოვეს ღაზა. 

წითელი ჯვარი X-ზე [ყოფილ ტვიტერზე] გამოქვეყნებულ პოსტში ხაზს უსვამ მის, როგორ ნეიტრალური შუამავლის როლს და აცხადებს, რომ მზადაა მომავალშიც მიიღოს მონაწილეობა ტყვეების გათავისუფლებაში. 

მედიასაშუალებების ცნობით,  ტყვეობიდან გათავისუფლებული არიან ისრაელის მოქალაქეები- 79 წლის ნურით კუპერი და 85 წლის იოჩევედ ლიფშიცი.

მანამდე, 20 ოქტომბერს, ჰამასმა ასევე გაათავისუფლა ორი ტყვე, ამერიკის მოქალაქე დედა-შვილი — ჯუდით რაანანი და მისი 18 წლის გოგო ნატალი.

დღეს ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა მძევლების შესახებ განახლებული მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, ამჟამად დადასტურებულია, რომ ჰამასს 222 ადამიანი ჰყავს ტყვეობაში. 

7 ოქტომბერს 2 ათასზე მეტი ტერორისტი ისრაელის ტერიტორიაზე შეიჭრა, განურჩევლად დაიწყეს ადამიანთა ხოცვა. თავდასხმას 1400-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, მათგან უმრავლესობა მშვიდობიანი მოსახლეობა. ტერორისტებმა, დაახლოებით, 200 ადამიანი გაიტაცეს, მათ შორის, ქალები, ბავშვები და მოხუცები.

საპასუხოდ ისრაელმა ღაზა სრულ ბლოკადაში მოაქცია და მისი უწყვეტი საჰაერო დაბომბვა დაიწყო. შედეგად, სექტორი, რომელსაც მთლიანად „ჰამასი“ აკონტროლებს, ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა. საერთაშორისო აქტორები — გაერო, ჰუმანიტარული ორგანიზაციები, აშშ — აქტიურად არიან ჩართული მოლაპარაკებებში, რათა ისრაელმა ბლოკადა შეამსუბუქოს და ტერიტორიაზე ჰუმანიტარული ტვირთის შეშვება დაუშვას.

მასალების გადაბეჭდვის წესი