ახალი ამბები

კალაძე: 100%-იანი გარანტიით ვამბობთ, რომ საქართველო სტატუსს მიიღებს

23 ოქტომბერი, 2023 • 1033
კალაძე: 100%-იანი გარანტიით ვამბობთ, რომ საქართველო სტატუსს მიიღებს

თბილისის მერ კახა კალაძის თქმით, „დღევანდელი შეფასებებით საქართველო 100%-იანი მიიღებს სტატუსს“.

ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„მიუხედავად იმისა, რომ მთელი რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, რომ ქვეყანამ სტატუსი ვერ მიიღოს, მინდა გითხრათ, რომ საქართველო სტატუსს აუცილებლად მიიღებს. 100%-იანი გარანტიით ვამბობთ, რომ სტატუსს ჩვენი ქვეყანა მიიღებს. ყველაფერი იქნა შესრულებული, ყველაფერი გაკეთებული, უბრალოდ არანაირი არგუმენტი არ რჩება, თუ რატომ არ უნდა მოგვცენ სტატუსი. თუ არასამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ნუ ამაზე გამოვალთ და საზოგადოებას ავუხსნით“, — განაცხადა კალაძემ.

ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, რას ფიქრობს თბილისის მერი „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც კანდიდატის სტატუსი იქნება არა „ქართული ოცნების“, არამედ ქართველი ხალხის დამსახურება, კახა კალაძემ უპასუხა, რომ ქართველ ხალხის უმრავლესობის ნებას 2012 წლიდან სწორედ „ქართული ოცნება“ წარმოადგენს.

ევროკავშირი მიმდინარე წლის ბოლოს შეაფასებს საქართველოს პროგრესს გაფართოების ანგარიშის ფარგლებში და მიიღებს გადაწყვეტილებას, მიანიჭოს თუ არა ქვეყანას კანდიდატის სტატუსი.

მასალების გადაბეჭდვის წესი