ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სოხუმში ყოფილი მინისტრთა საბჭოს შენობით ინვესტორები დაინტერესდნენ – ბჟანია

20 ოქტომბერი, 2023 • 1560
სოხუმში ყოფილი მინისტრთა საბჭოს შენობით ინვესტორები დაინტერესდნენ – ბჟანია

სოხუმში, თავისუფლების მოედანზე არსებული, 80-იან წლებში აშენებული და 90-იან წლებში აფხაზეთის ომის დროს დაზიანებული ყოფილი მინისტრთა საბჭოს შენობით ინვესტორები არიან დაინტერესებული. ამის შესახებ 19 ოქტომბრის პრესკონფერენციაზე აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ განაცხადა.

“შენობის აღსადგენი, დაახლოებით ორი მილიარდი რუსული რუბლი აფხაზეთს არ აქვს. არსებობენ ინვესტორები, რომლებიც დაინტერესებული არიან. ეს შესაძლოა იყოს საოფისე შენობა, რომლის ნაწილში სასტუმრო ნომრები განთავსდება”, – განაცხადა ბჟანიამ.

ამასთან, როგორც ის ამბობს, ნებისმიერ შემთხვევაში, ხელისუფლება სოხუმის მცხოვრებლების რჩევებს გაითვალისწინებს და ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი