ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ბჟანიას თქმით, აფხაზეთში რუსული ფულადი დახმარება მცირდება

20 ოქტომბერი, 2023 • 1470
ბჟანიას თქმით, აფხაზეთში რუსული ფულადი დახმარება მცირდება

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ჟურნალისტებთან საუბარში, სხვადასხვა საკითხთან ერთად, რუსეთის მიერ აფხაზეთისთვის გამოყოფილი ფულადი დახმარების შემცირების ტენდენციაზეც ისაუბრა:

ბჟანიას თქმით, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში რუსეთის მიერ დაფინანსების მოცულობა კიდევ შემცირდება.

“თუ შევადარებთ საინვესტიციო პროგრამის მოცულობებს, დღეს ის ათჯერ ნაკლებია, ვიდრე ათი წლის წინ. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ მადლიერი ვართ რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებისა. ეს ძალიან არსებითი წვლილია აფხაზეთში, თუმცა, უნდა ვისწავლოთ, დამოუკიდებლად ვიმოქმედოთ”.

ბჟანიას განცხადებითვე, აფხაზეთს მოუწევს ისწავლოს, დამოუკიდებლად შეავსოს საკუთარი ბიუჯეტი, დაგეგმოს საკუთარი მომავალი და საკუთარი ტერიტორიების განვითარებით თავადვე დაკავდეს.

“უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში პროგრამის რეალიზაციის დროს აქცენტს ინფრასტრუქტურის განვითარებაზე ვაკეთებთ. ეს ისაა, რაც საჭიროა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის. საუბარია გზებზე, ენერგეტიკაზე, წყალმომარაგებაზე და კანალიზაციაზე. ამ ყოველივეს გარეშე ეკონომიკა ნორმალურად ვერ განვითარდება. ამასთან, ისეთი სოციალურად მნიშვნელოვან ობიექტს, როგორიცაა სოხუმში ბავშვთა საავადმყოფო, ბოლომდე მივიყვანთ”.

მასალების გადაბეჭდვის წესი