ახალი ამბები

ლიბანის დატოვებისკენ საკუთარ მოქალაქეებს ბრიტანეთიც მოუწოდებს

19 ოქტომბერი, 2023 • 1077
ლიბანის დატოვებისკენ საკუთარ მოქალაქეებს ბრიტანეთიც მოუწოდებს

დიდი ბრიტანეთის საელჩო საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ლიბანში გამგზავრებისგან. მათ კი, ვინც უკვე ლიბანში იმყოფება, მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ დატოვონ ქვეყანა მანამ, სანამ კომერციული ფრენებია ხელმისაწვდომი.

ლიბანის დატოვებისკენ მოუწოდა საკუთარ მოქალაქეებს ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც. იმ შემთხვევაში კი, თუ დარჩენას ამჯობინებენ, აშშ მოუწოდებს მათ, საგანგებო სიტუაციებისთვის გეგმა მოამზადონ. საელჩო აშშ-ის მოქალაქეებს რეკომენდაციას აძლევს, მზად ჰქონდეთ გეგმები, რომლითაც ქვეყნის დატოვებას აშშ-ის მთავრობის დახმარების გარეშეც კი მოახერხებენ.

როგორც BBC წერს, ვითარება ისრაელი-ლიბანის საზღვარზე დაძაბულია, რადგანაც ქვეყნის სამხრეთ ნაწილიდან ისრაელის დაბომბვა გრძელდება. როგორც ისრაელის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, ლიბანიდან ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილისკენ 20-მდე რაკეტა გაისროლეს, რასაც ისრაელის მხრიდან საპასუხო ცეცხლი მოჰყვა.

გამოცემა წერს, რომ ტერორისტული დაჯგუფება ჰამასი აცხადებს, რომ ლიბანიდან ისრაელზე თავდასხმა მათ განახორციელეს. მათი თქმით, ისრაელის მიმართულებით 30 ჭურვი ისროლეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი