ახალი ამბები

ყაზახეთმა რუსეთში ომში გამოყენებადი საქონლის ექსპორტი აკრძალა

19 ოქტომბერი, 2023 • 919
ყაზახეთმა რუსეთში ომში გამოყენებადი საქონლის ექსპორტი აკრძალა

ყაზახეთმა აკრძალა რუსეთში 106 მაღალტექნოლოგიური საქონლის ექსპორტი, რომელთა გამოყენებაც ომში შეიძლება. ყაზახური მედიის ცნობით, ამის შესახებ განაცხადა ყაზახეთის ვაჭრობის ვიცე-მინისტრმა კაირატ ტორებაევმა.

„ვახორციელებთ [რუსეთში] ყველა საქონლის ექსპორტს, გარდა იმისა, რაც ომს ეხება, მათზე შეზღუდვებია დაწესებული. ეს არის 106 საქონელი, მათი ექსპორტი სრულიად ავკრძალეთ“, – ამბობს ტორებაევი.

ყაზახეთიდან რუსეთში აიკრძალა დრონების, ჩიპების და  სხვა ელექტრონიკის ექსპორტი, რომელიც ომში გამოიყენება.

ვიცე-მინისტრის ცნობით, ომამდე ასეთი საქონლის რუსეთში შეტანა ყაზახეთის გავლით ხდებოდა.


უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრისთვის დაწესებული სანქციების გამო, რუსეთი სასურველი პროდუქციის, მათ შორის შეიარაღებისთვის აუცილებელი ელექტრონული მოწყობილობების, შეტანას სხვა, ძირითადად მოსაზღვრე ქვეყნების გავლით ცდილობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი