ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“აფხაზეთი რუსული სამყაროს ნაწილია” – შამბა

19 ოქტომბერი, 2023 • 1333
“აფხაზეთი რუსული სამყაროს ნაწილია” – შამბა

“აფხაზეთი რუსული სამყაროს ნაწილია. აფხაზური საზოგადოება რუსული სამყაროსკენ და მის შექმნაზე არის ორიენტირებული”, – განაცხადა აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ სოხუმში მრგვალი მაგიდის “აფხაზეთისა და რუსეთის კულტურულ-სოციალური სივრცე” ფარგლებში.

მისივე თქმით, დიდმა რუსულმა კულტურამ დიდწილად გავლენა იქონია რუსული იმპერიის, საბჭოთა კავშირის დროს მრავალი ნაციონალობის ფორმირებაზე.

“აფხაზეთი მუდამ ხიბლავდა რუსულ შემოქმედებით ინტელიგენციას – მწერლებს, მხატვრებსა და ბევრ სხვას”.

მასალების გადაბეჭდვის წესი