ახალი ამბები

აშშ-მა დაასანქცირა „ჰამასის“ ათი წევრი

18 ოქტომბერი, 2023 • 903
აშშ-მა დაასანქცირა „ჰამასის“ ათი წევრი

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დააწესა სანქციები „ჰამასის“ ათი წევრის და ერთი იურიდიული პირის წინააღმდეგ, იტყობინება „როიტერსი“.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებით, სანქციების მიზანია, ხელი შეუშალოს „ჰამასის“ მიერ თანხების მიღებას და დარტყმა განახორციელოს „ჰამასის საიდუმლო საინვესტიციო პორტფელზე“.

სახაზინო დეპარტამენტის ცნობით, სანქცირებული პირები, ღაზას გარდა, სხვა ქვეყნებშიცა არიან ბაზირებულნი, მათ შორის კატარში, სუდანში, ალჟირსა და თურქეთში.

„აშშ დგამს მყისიერ და დამაჯერებლ ნაბიჯებს, რათა დარტყმა მიაყენოს „ჰამასის“ დამფინანსებლებს. [..] განვაგრძობთ ყველა საჭირო ნაბიჯის გადადგმას, რათა არ მივცეთ „ჰამასს“ საშუალება, მოაგროვოს და გამოიყენოს თანხები ხოცვა-ჟლეტისთვის და ისრაელის ხალხის ტერორიზირებისთვის“, – ხაზს უსვამს სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ჯანეტ იელენი

სანქციების დაწესებას წინ უძღოდა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ვიზიტი ისრაელში. აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამ კვირას კონგრესს ისრაელისთვის „უპრეცედენტო“ დახმარების გამოყოფას სთხოვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი