ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

გაგლოევის თქმით, ზელენსკის მოწოდება მიზეზია იმისა, რატომ იბრძვიან ოსები უკრაინაში

17 ოქტომბერი, 2023 • 1763
გაგლოევის თქმით, ზელენსკის მოწოდება მიზეზია იმისა, რატომ იბრძვიან ოსები უკრაინაში

“უკრაინის პრეზიდენტის მოწოდება სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში “მეორე ფრონტის” გახსნასთან დაკავშირებით კიევის რეჟიმის ცხადი აგონიის ნიშანი და მთავარი მიზეზია, თუ რატომ იბრძვის ამჟამად ათასი ოსი სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში”, – აცხადებს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ალან გაგლოევი.

რამდენიმე დღის წინ უკრაინის პრეზიდენტმა გაერთიანებული საექსპედიციო ძალების ქვეყნების ლიდერებს მიმართა და რეგიონული თანამშრომლობის ფორმატების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ჩვენ ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ერთობლივი უსაფრთხოება და ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის განვითარება შავი ზღვის რეგიონში არის მთელი ევროპის გეოპოლიტიკური სტაბილურობის ერთ-ერთი გასაღები. უსაფრთხოების ახალი პერსპექტივები ასევე გაჩნდება შავი ზღვის მეზობელ სამხრეთ კავკასიის რეგიონში ცვლილებების გამო. ეს შემატებს პოტენციალს ჩვენს ერთობლივ უსაფრთხოებას აქ, ევროპის ჩვენს ნაწილში. მით უმეტეს, როცა რუსული აგრესიისგან ჩვენი თავდაცვის წყალობით, საქართველოს გაეხსნება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის  ახალი პერსპექტივები “, — განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ახლა ყველა ისტორიული შემობრუნების მომენტშია, როდესაც ორი არჩევანი აქვს: ან ტერორისტული რუსეთი შეძლებს თავისუფლების დამარცხებას, ან გეოპოლიტიკური არასტაბილურობის ზონა გავრცელდება მთელ კონტინენტზე, ან მრავალი დონისა და ფორმატის, განსაკუთრებით რეგიონული თანამშრომლობის წყალობით, რუსეთი წააგებს ამ დაპირისპირებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი