აფიშაახალი ამბებიხელოვნება

“UNLOVE” – პრემიერა სახელოვნებო კომპანიაში „ღია სივრცე”

16 ოქტომბერი, 2023 • 1473
“UNLOVE” – პრემიერა სახელოვნებო კომპანიაში „ღია სივრცე”

19, 22 და 27 ოქტომბერს სახელოვნები კომპანიაში „ღია სივრცე” გაიმართება პრემიერა სპექტაკლისა “UNLOVE”.

“UNLOVE” არის დავით ხორბალაძის მულტიმედია ტრილოგიის მეორე ნაწილი. ტრილოგია იკვლევს სამყაროს კრიზისის პროცესს და მის რამდენიმე ელემენტს. პირველ ელემენტი იყო მეხსიერება ( სპექტაკლი – “UNMEMORY”) – მისი უწყვეტი განადგურების და დაშლის პროცესი. ამჯერად, შემოქმედებითი ჯგუფი იკვლევს სიყვარულს არარსებობისა და არსებობის უკიდურეს ზღვარზე.

ოთხი სხეული და სხეულებს მოწყვეტილი ხმები ერთმანეთთან მისაღწევ გზებს ეძებენ, ხშირად იშლებიან და უჩინარდებიან. გამოსახულებების ასლები, ჟღერადობები, მეხსიერების ფრაგმენტები და ტიპური სასიყვარულო დრამატურგია ერთმანეთს ცვლის. სიყვარული, როგორც შვება და რეპრესიული ან პოლიტიკური მანიპულაციების იარაღი ერთმანეთს ანაცვლებს.

როგორ არის გაგებული სიყვარული უთანასწორო გარემოში? ვის ენიჭება სიყვარულის ან შეყვარების უფლება და ვის არა, მაშინ, როცა სიყვარული აღიქმება, როგორც თვლადი ღირებულება?

“UNLOVE” დოკუმენტურ მასალებზე დაყრდნობით ქმნის სამყაროს, რომელიც რეალობასა და გამონაგონს შორის ტივტივებს, როგორც თავად სიყვარული.

სპექტაკლამდე შეგიძლიათ მოუსმინოთ პირველ ვერსიას – ASMR ტიპის აუდიო სპექტაკლს – რომელიც 2020 წელს შეიქმნა „ახალი დრამის ფესტივალისთვის”.

  • მულტიმედია წარმოდგენის ავტორი და რეჟისორია დავით ხორბალაძე;
  • მხატვარი: ანა გურგენიძე
  • კოსტუმების მხატვარი: ლევაუ შველიძე
  • ვიდეო/გრაფიკა: რატი დოლიძე
  • კომპოზიტორი/მუსიკალური არანჟირება: ანუშკა ჩხეიძე, დავით ხორბალაძე
  • ტიტრები: სერგეი ფადეევი
  • მსახიობებო: გიორგი გიორგანაშვილი, გვანცა ენუქიძე, თამარა ჩუმაშვილი, სანდრო სამხარაძე

ასაკობრივი შეზღუდვა 18+

მასალების გადაბეჭდვის წესი