ახალი ამბები

„ჰამასმა“ პუტინის პოზიცია დააფასა

14 ოქტომბერი, 2023 • 2404
„ჰამასმა“ პუტინის პოზიცია დააფასა

„ჰამასი“ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ „აფასებს რუსეთის პრეზიდენტის პოზიციას“.

„წინააღმდეგობის ისლამურ მოძრაობაში (ჰამასი) ვაფასებთ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პოზიციას ჩვენი ხალხის წინააღმდეგ სიონისტური აგრესიის, ღაზის ბლოკადის მიუღებლობის, მასში ჰუმანიტარული დახმარების შეტანის შეჩერების და სამოქალაქო მოსახლეობაზე თავდასხმის საკითხებში“, – ციტირებს „ჰამასს“ „ანადოლუ“.

განცხადებაში აგრეთვე აღნიშნულია, რომ „ჰამასი“ მიესალმება რუსეთის ხელისუფლების მცდელობებს, „შეაჩეროს აგრესია“ ღაზაში მცხოვრები პალესტინელების წინააღმდეგ.

13 ოქტომბერს, დსთ-ს ქვეყნების ლიდერების საბჭოს სხდომაზე, პუტინმა განაცხადა, რომ ისრაელი-პალესტინას კონფლიქტი მშვიდობიანი მოლაპარაკებებით უნდა დასრულდეს, რომელთა მიზანიც უნდა იყოს „დამოუკიდებელი პალესტინური სახელმწიფოს შექმნა, აღმოსავლეთ იერუსალიმში დედაქალაქით“, წერს „მედუზა“.

პუტინს ასევე უთქვამს, რომ რუსეთი შეიძლება გახდეს შუამავალი ამ მოლაპარაკებებში. მან აგრეთვე მიუღებელი უწოდა ღაზის წინააღმდეგ „ლენინგრადის ბლოკადის მსგავსი“ ზომების მიღების სურვილს.

მასალების გადაბეჭდვის წესი