ახალი ამბები

რიკოთზე, მსუბუქი და სამგზავრო ავტომობილების გადაადგილებაზე შეზღუდვა მოიხსნა

12 ოქტომბერი, 2023 •
რიკოთზე, მსუბუქი და სამგზავრო ავტომობილების გადაადგილებაზე შეზღუდვა მოიხსნა

მსუბუქი და სამგზავრო ავტომანქანებისთვის რიკოთზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმი უქმდება. 12 ოქტომბრიდან რიკოთის საუღელტეხილო გზაზე მათი გადაადგილება დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში იქნება შესაძლებელი.

მოძრაობის სპეციალური რეჟიმი ძალაში რჩება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისთვის, თუმცა იზრდება 4 საათით. შესაბამისად, ამ ტიპის ავტომობილებისთვის რიკოთზე მოძრაობა დაშვებული იქნება 21:00 საათიდან 07:00 საათამდე, ორმხრივად.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნული გზის 149-ზე კილომეტრზე ფერდის სტაბილიზაციის სამუშაოები დასრულდა. ახლა დაიწყება მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები. უწყების ცნობით, გზის მონიტორინგი კვლავ გაგრძელდება 24 საათის განმავლობაში.

მეწყრული პროცესების განვითარების საშიშროების გამო, უკვე თვეებია, რიკოთის საავტომობილო გზაზე მოძრაობა შეზღუდულია. სპეციალური რეჟიმი მიმდინარე წლის აპრილიდან მოქმედებს. იქამდე, აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი ცენტრალური ავტომაგისტრალის ეს მაგისტრალი მეწყრული საშიშროების გამო სრულად იყო ჩაკეტილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი