საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება ოჩამჩირეში რუსული ფლოტისთვის მუდმივი ბაზის გახსნის გეგმებს.
პრეზიდენტი მას დანაშაულებრივ გადაწყვეტილებას უწოდებს და ხაზს უსვამს, რომ ეს საფრთხეა არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის. ზურაბიშვილი საქართველოს პარტნიორებს და საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს მყისიერი რეაგირებისკენ.
„რუსეთის უკანონო, დანაშაულებრივი და აღმაშფოთებელი გადაწყვეტილება – სუვერენული საქართველოს ტერიტორიაზე, ოჩამჩირეში მორიგი სამხედრო და პირველი საზღვაო ბაზის გახსნა. ეს პროვოკაცია საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელ რეგიონს.
ეს დიდი ნაღმია შავი ზღვის უსაფრთხოების, ხვალიდენლი ანაკლიის პორტისა და საქართველოს ევროპული გზისათვის. სწორედ ამ ნაბიჯით რუსეთი შავი ზღვის რეგიონში გავლენების გაძლიერებასა და რეგიონში დომინანტობას ცდილობს.
მოვუწოდებ საქართველოს პარტნიორებსა და საერთაშორისო საზოგადოებას, მოახდინონ მყისიერი რეაგირება“, – ვკითხულობთ პრეზიდენტის განცხადებაში.
ოჩამჩირეში რუსული ბაზის განთავსების შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ 5 ოქტომბერს განაცხადა. ბაზის შესაძლო განთავსების რისკებსა და მიზეზებზე გირჩევთ:







