ახალი ამბები

პროკურატურის ცნობით, თბილისში სექსუალური ორიენტაციის გამო ადამიანი მოკლეს

6 ოქტომბერი, 2023 • 8338
პროკურატურის ცნობით, თბილისში სექსუალური ორიენტაციის გამო ადამიანი მოკლეს

პროკურატურის ინფორმაციით, თბილისში სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ადამიანი მოკლეს. გამოძიების ვერსიით, სავარაუდო დამნაშავე და მოკლული ერთად ცხოვრობდნენ.

ბრალდებული გუშინ, 5 ოქტომბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11′-109-ე მუხლის ,,ე და კ” ქვეპუნქტები (სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით განზრახ მკვლელობა, უმწეო მდგომარეობაში მყოფი,ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა. აღნიშნული დანაშაული 16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი