ახალი ამბები

დაღუპულია 10 წლის ბიჭი – რუსეთმა ხარკოვი დაბომბა

6 ოქტომბერი, 2023 •
დაღუპულია 10 წლის ბიჭი – რუსეთმა ხარკოვი დაბომბა

რუსეთის მიერ ხარკოვის „ისკანდერებით“ დაბომბვის შედეგად დაიღუპა 10 წლის ბიჭი, განაცხადა ადგილობრივი ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეჰ სინეჰუბოვმა.

მისი თქმით, ბავშვის ცხედარი ნანგრევებში აღმოაჩინეს.

„ნანგრევების ქვეშ იპოვეს ათი წლის ბავშვი, სამწუხაროდ, ბიჭი დაიღუპა. წინასწარი მონაცემით დაშავდა 16 ადამიანი, მათ შორის 11 თვის ბავშვი“, – ციტირებს მას „უკრაინსკა პრავდა“.

პროკურატურის წარმომადგენლის, დმიტრო ჩუბენკოს თქმით, დაღუპული ბიჭი და დაშავებული 11 თვის ბავშვი ერთი ოჯახიდან იყვნენ. მათი მშობლები ახლა საავადმყოფოში არიან.

ხარკოვის ოლქში რუსულმა ძალებმა დაბომბვა გუშინაც განახორციელეს:

მასალების გადაბეჭდვის წესი