თბილისში, პარლამენტის შენობასთან ლაზარე გრიგორიადისის მამა და ბიძა დააკავეს. სავარაუდოდ, დაკავებამდე რამდენიმე წუთით ადრე ბექა გრიგორიადისი ფეისბუქის პირდაპირ ეთერში იყო, სადაც ჩანს, რომ ესაუბრება პოლიციას, რა დროსაც მათ შორის შელაპარაკება მოხდა და ვიდეო წყდება. სავარაუდოდ, სწორედ ამ დროს დააკავეს გრიგორიადისი.

შინაგან საქმეთა სამინსიტროს ცნობით, ორივე მათგანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე დააკავეს.

პარლამენტთან მიმდინარეობს აქცია შეკრებისა და მანიფესტაციის კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც იზღუდება აქციაზე კარვებისა და მსგავსი კონსტრუქციების გაშლა.

ლაზარეს მამას, ბექა გრიგორიადისს უკვე რამდენიმე თვეა პარლამენტთან კარავი აქვს გაშლილი და თავისი შვილის პატიმრობას აპროტესტებს, რომელიც მარტის აქციების შემდეგ დააკავეს.