ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ზელენსკი ფაშინიანთან შეხვედრის ამსახველ ფოტოს აქვეყნებს

5 ოქტომბერი, 2023 • 2881
ზელენსკი ფაშინიანთან შეხვედრის ამსახველ ფოტოს აქვეყნებს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ესპანეთის ქალაქ გრანადიდან, სადაც ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტი მიმდინარეობს, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან არაოფიციალური შეხვედრის ამსახველ ფოტოს აქვეყნებს ინსტაგრამზე.

როგორც უკრაინის პრეზიდენტი წერს, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან პირველი შეხვედრისას მან ყურადღება გაამახვილა სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ მდგომარეობაზე.

“უკრაინა დაინტერესებულია ამ რეგიონის სტაბილურობითა და მის ხალხთან მეგობრული ურთიერთობებით. ჩვენ ასევე განვიხილეთ ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობა და რეგიონთაშორისი ეკონომიკური პროექტები”,- წერს ზელენსკი.

რამდენიმე თვის წინ ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი რუსეთ-უკრაინის ომში რუსეთის მოკავშირე არაა.

2023 წლის სექტემბერში სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის ცოლი, ანა აკობიანი კიევში მენტალური ჯანმრთელობის საკითხებისადმი მიძღვნილ, ქვეყნების პირველი პირების მეუღლეების სამიტზე მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა და სომხეთიდან ჰუმანიტარული დახმარება ჩაიტანა.

მასალების გადაბეჭდვის წესი