ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“არ ვეთანხმებით, რომ აფხაზეთი ოკუპირებულია რუსეთის მიერ”

5 ოქტომბერი, 2023 • 1424
“არ ვეთანხმებით, რომ აფხაზეთი ოკუპირებულია რუსეთის მიერ”

“ჩვენ ვერ დავეთანხმებით თეზისს, რომ აფხაზეთი ოკუპირებულია რუსეთის მიერ, ეს, ცხადია, არ შეესაბამება სიმართლეს”, – აცხადებს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია რუსულ გამოცემა “იზვესტიასთან” ინტერვიუში “რუსეთის მიერ აფხაზეთის ოკუპაციის ბრალდების” შესახებ კითხვის საპასუხოდ.

“თუმცა, ალბათ, ვინმესთვის მნიშვნელოვანია ამის შესახებ საუბარი, რადგან ეს თეზისი მხარდაჭერილია საქართველოს მოკავშირეების – აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის მიერ. თქვენ იცით, როგორი ურთიერთობები გვაქვს რუსეთის ფედერაციასთან ეკონომიკის, სოციალურ სფეროებში რუსეთის მიერ აფხაზეთის აღიარების შედეგად. ეს რამენაირად ჯდება ტერმინ “ოკუპაციაში”? შესაბამისად, ეს სასცილოც კი არაა, თუმცა, დაე, ასეც იფიქრონ”.

მასალების გადაბეჭდვის წესი