ახალი ამბები

იტალიაში ტურისტული ავტობუსი გზიდან გადავარდა — დაიღუპა 21 ადამიანი

4 ოქტომბერი, 2023 • 1355
იტალიაში ტურისტული ავტობუსი გზიდან გადავარდა — დაიღუპა 21 ადამიანი

იტალიაში, ვენეციასთან ახლოს ტურისტული ავტობუსი გზიდან გადავარდა, რასაც 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც BBC წერს, დაღუპულთა შორის სამი ბავშვია, მათ შორის, ერთი ახალშობილი.

ავტოავარიის შედეგად დაღუპულთა შორის უკრაინის და გერმანიის მოქალაქეები არიან.  შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ავტობუსის მძღოლიც.

იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, დაღუპულთა რიცხვი შეიძლება კვლავ გაიზარდოს, რადგანაც 15-დან 5 დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია.

ვენეციის მერიის თქმით, დაშავებულებს შორის უკრაინის, ავსტრიის და სხვა უცხო ქვეყნების მოქალაქეები არიან. დაშავებულთა შორისაა ორი 16 წლის და ორი უფრო მცირე ასაკის მოზარდიც.

BBC წერს, რომ შემთხვევის შედეგად დაშავდნენ 7 და 13 წლის ძმები გერმანიიდან, რომელთა მშობლებიც ავტოკატასტროფის დროს დაიღუპნენ. ისინი მრავალჯერადი მოტეხილობებით მიმდებარე საავადმყოფოში გადაიყვანეს. გამოცემა აღნიშნავს, რომ ავტობუსს, ჯამში, 39 მგზავრი გადაჰყავდა და ადგილობრივი ტურისტული კომპანიის მიერ იყო დაქირავებული. ავტოავარია ადგილობრივი დროით 19:45 წუთზე მოხდა, როდესაც ავტობუსი 15 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი