ახალი ამბები

თბილისის ახალი გერბისა და დროშის შესაქმენლად კონკურსი გამოცხადდება — კალაძე

4 ოქტომბერი, 2023 • 1626
თბილისის ახალი გერბისა და დროშის შესაქმენლად კონკურსი გამოცხადდება — კალაძე

თბილისის ახალი ჰერალდიკური სიმბოლოების შესაქმნელად კონკურსი გამოცხადდება. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს, 4 ოქტომბერს ისაუბრა.

მისი თქმით, დედაქალაქის ჰერალდიკური სიმბოლოები ამჟამად ვერ აკმაყოფილებს კანონით დადგენილ კრიტერიუმებს:

“მუნიციპალიტეტის გერბი და დროშა სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოებს განეკუთვნება და მათი დადგენისა და გამოყენების წესი კანონმდებლობით რეგულირდება. თბილისის ჰერალდიკური სიმბოლოები, რომლებიც აქამდე გამოიყენება, ვერ აკმაყოფილებს „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ კანონით დადგენილ კრიტერიუმებს და მოსაყვანია დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობაში“, — განაცხადა კალაძემ.

მერის თქმით, გერბისა და დროშის შესაქმნელად სპეციალური კომისია შედგება, რომელიც კონკურსის წესით შეარჩევს საუკეთესო ესკიზებს.

რაც შეეხება ამჟამინდელ სიმბოლოებს, კალაძის განცხადებით, მათი გამოყენება კვლავ შესაძლებელი იქნება სიმბოლური და არაოფიციალური დატვირთვით.

მასალების გადაბეჭდვის წესი