ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ბჟანია საქართველოს ხელისუფლებას კვლავ უწონებს „პრაგმატულობას“

3 ოქტომბერი, 2023 • 3034
ბჟანია საქართველოს ხელისუფლებას კვლავ უწონებს „პრაგმატულობას“

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია მიიჩნევს, რომ ჟენევის დისკუსიებმა რაღაც შედეგი შეიძლება გამოიღოს, საქართველოს ხელისუფლების „პრაგმატულობის“ გათვალისწინებით. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც დე ფაქტო ხელისუფლება საუბრობს ქართულ მხარის გონიერებისა და პრაგმატულობის შესახებ.

“საქართველოს ხელისუფლება მეორე ფრონტის საკითხზე მედგრად დაუდგა დასავლეთს” – ბჟანია

რუსულ სამთავრობო გამოცემა „ტასს“-თან ინტერვიუში ბჟანიამ აგრეთვე თქვა, რომ საქართველოსთან კეთილმეზობლური ურთიერთობები სურს და აღნიშნა, რომ განიხილავს საქართველოსთან სავაჭრო და ეკონომიკურ ურთიერთობას, თუ თბილისი აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებს.

„გვინდა გქვონდეს კეთილმეზობლური ურთიერთობები ყველა მეზობელთან, მათ შორის საქართველოსთან. თუ არ გავითვალისწინებთ პრეზიდენტს, საქართველოს სხვა ხელმძღვანელები, იმის გათვალისწინებით, როგორ იქცევიან ამჟამინდელ მწვავე ვითარებაში, პრაგმატულები არიან. არ გამოვრიცხავ, რომ ჟენევის დისკუსიები შეიძლება რაღაც [შედეგამდე] მივიდეს“, – განაცხადა მან.

ბჟანიას შეფასებითვე, საქართველოს ხელისუფლების „პრაგმატულ“ წარმომადგენლებს ესმით, რომ მშვიდობა აფხაზეთის და საქართველოს განვითარების პირობაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი