ახალი ამბები

დიდუბის ხიდზე საავტომობილო მოძრაობა სრულად კვირის ბოლომდე გაიხსნება — კალაძე

2 ოქტომბერი, 2023 • 1231
დიდუბის ხიდზე საავტომობილო მოძრაობა სრულად კვირის ბოლომდე გაიხსნება — კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, შალიკაშვილის სახელობის ხიდზე (იგივე დიდუბის ხიდი) საავტომობილო მოძრაობა სრულად მიმდინარე კვირის ბოლომდე აღდგება. თავად ხიდის რეაბილიტაცია ოქტომბრის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

მერის თქმით, საავტომობილო მოძრაობის აღდგენასთან ერთად, ხიდის რეაბილიტაციის სამუშაოები კიდევ რამდენიმე კვირა გაგრძელდება.

„მიმდინარეობს თაღების მოპირკეთების სამუშაოები, ტროტუარების კეთილმოწყობა, გარე განათების ახალი ბოძები დამონტაჟდება, ხიდზე დეკორატიული მინათებები გაკეთდება და სამუშაოების დასრულებას ვფიქრობთ ოქტომბრის ბოლოსკენ“, — განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერიის ცნობით, შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდის რეაბილიტაციის ღირებულება 4.5 მლნ ლარია. სამუშაოებს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის დაკვეთით კომპანია „ავტოგზა ლენტეხი 99“ უკვე რამდენიმე თვეა, ახორციელებს. შესაბამისად, ხიდზე საავტომობილო მოძრაობა შეფერხებულია, რის გამოც დიღმის მასივში, აღმაშენებლის ხეივანსა და წერეთელზე მუდმივი საცობია.

მასალების გადაბეჭდვის წესი