სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საყოველთაო–სახალხო განხილვების საორგანიზაციო კომისია ბათუმში საზოგადოების წარომადგენლებს ხვდება. შეხვედრა სამეცნიერო და აკადემიურ პერსონალთან შედგება. კომისიის წევრები საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტზე შენიშვნებსა და წინადადებებს მოისმენენ.
შეხვედრას განხილვების კომისიის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე უხემლძღვანელებს.
საყოველთაო-სახალხო განხილვების საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის ავთანდილ დემეტრაშვილის თქმით, შეხვედრის მიზანი ძირითადი დებულებების პრეზენტაცია, მიწოდება, ახსნა-განმარტებაა, თუ რას მოიცავს ახალი რედაქცია… მაგრამ მთავარი მიზანი მაინც სხვა არის – გავიგოთ შეხვედრაში მონაწილეთა მოსაზრებები.”
საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტის საყოველთაო განხილვები მთელი თვის განმავლობაში გაგრძელდება, სექტემბრის თვეში კანონპროექტს პარლამენტი განიხილავს.




