თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ალი იერლიკაიას ცნობით, თურქეთის ეროვნული პოლიციისა და პარლამენტის შენობებთან თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა.
მისივე ინფორმაციით, პოლიციის შტაბბინის შესასვლელს ორი პირი კომერციული ავტომობილით მიუახლოვდა, ერთმა თავი აიფეთქა, მეორე კი სამართალდამცავებმა გაანეიტრალეს.
როგორც თურქული მედია განმარტავს, ტერმინ განეიტრალებას თურქული პოლიცია ან დაპატიმრების, ან კიდევ ლიკვიდაციის შემთხვევაში იყენებს.
ოფიციალური ცნობებით, თავდამსხმელთან ორმხრივი სროლისას ორი პოლიციელი მსუბუქად დაშავდა.
შემთხვევის გამო დაკეტილია მიმდებარე ქუჩები, მედიას აეკრძალა ადგილზე მუშაობა. სამთვიანი შესვენების შემდეგ დღეს თურქეთის საკანონმდებლო ორგანო იწყებდა მუშაობას.








