ახალი ამბები

II კვარტალში საგარეო ვალი 260.3 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა

29 სექტემბერი, 2023 • 1993
II კვარტალში საგარეო ვალი 260.3 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა

საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2023 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, 24.2 მლრდ აშშ დოლარი (63.2 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 85.9%-ია.

ინფორმაციას ამის შესახებ ეროვნული ბანკი ავრცელებს.

2023 წლის მეორე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 260.3 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, ეროვნული ბანკის თანახმად, ოპერაციული ცვლილების გამო ვალი — 320.1 მლნ აშშ დოლარით, ფასის და სხვა ცვლილებების გამო კი, შესაბამისად, 13.3 და 4.7 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, ხოლო საკურსო ცვლილების გამო ვალი 77.8 მლნ აშშ დოლარით შემცირდა.

სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 10.8 მლრდ აშშ დოლარი (28.3 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 38.4 პროცენტია. აქედან სამთავრობო სექტორის ვალია 29.4%, ეროვნული ბანკის ვალდებულებები — მშპ-ის 3.1%, ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად — 1.5% და 4.3%.

საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 6.7 მლრდ აშშ დოლარი, სხვა სექტორების საგარეო ვალმა – 4.9 მლრდ აშშ დოლარი, კომპანიათაშორისო ვალმა კი- 3.4 მლრდ აშშ დოლარი.

საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2023 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, 13.0 მლრდ აშშ დოლარი (34.0 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 46.1%-ია. აქედან სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 5.9 მლრდ აშშ დოლარია (15.4 მლრდ ლარი), რაც მშპ-ის 21%-ია.

2023 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 25.9 მლნ აშშ დოლარით შემცირდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი