ახალი ამბები

პირადი ამბიციების და წყენების გამო არ შეიძლება მთავარი მიზნისგან გადახვევა – ხაბეიშვილი მელიაზე

27 სექტემბერი, 2023 • 1714
პირადი ამბიციების და წყენების გამო არ შეიძლება მთავარი მიზნისგან გადახვევა – ხაბეიშვილი მელიაზე

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ პირადი ამბიციებისა და წყენების გამო არ შეიძლება მთავარი მიზნისგან გადახვევა.

ასე გამოეხმაურა ის  ენმ-ის ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას  განცხადებას, რომ უახლოეს მომავალში შესაძლოა პარტია დატოვოს და ბრძოლა ახალოი პლატფორმიდან გააგრძელოს.

ხაბეიშვილის თქმით, ამ საკითხზე მას მელიასთან საუბარი არ ჰქონია, რადგან „დახურულ კარს მიღმა არავის ხვდება და საჯაროდ აქვს შეთავაზებები“.

„ეს არის მისი პერსონალური გადაწყვეტილება. მნიშვნელოვანია ყველამ გააცნობიეროს, რომ პირადი ამბიციების, პირადი წყენების გამო არ შეიძლება მთავარი მიზნისგან გადახვევა, რაც არის ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი და რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ ბრძოლა. ამიტომ დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ჩვენ აბსოლუტურად ყველასთან ვსაუბრობთ იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ მაქსიმალური ერთობა. ჩვენ გვაქვს „გამარჯვების პლატფორმა“ და ამ პლატფორმის კარი, ცხადია, ნებისმიერი ადამიანისთვის ღიაა, ვისაც სურს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლა“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.


„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარმემ ნიკა მელიამ შესაძლოა პარტია დატოვოს. ამის შესახებ მან „მთავარ არხზე“  26 სექტემბერს ისაუბრა. მელიას თქით, ენმ-ში ყოფნასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში მიიღებს.

როგორც მელია ამბობს, ის არ აპირებს, რომ გამუდმებით ილაპარაკოს ენმ-ში ვანო მერაბიშვილსა და დათო კეზერაშვილის გავლენებზე. მისი თქმით, როდესაც წყვილი ბედნიერი არ არის, სჯობს, რომ დაშორდეს.

თუმცა მელიას თქმით, თუ ის პარტიიდან წავა და ბრძოლას ახალი პლატფორმიდან გააგრძელებს, არ ნიშნავს, რომ ენმ-სთან საერთო სტრატეგიული მიზნის გარშემო არ ითანამშრომლებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი