ახალი ამბები

ნიუ-იორკში გარდაიცვალა კაცი, რომელიც თვითმხილველების ცნობით, ქართველმა დაჭრა

26 სექტემბერი, 2023 •
ნიუ-იორკში გარდაიცვალა კაცი, რომელიც თვითმხილველების ცნობით, ქართველმა დაჭრა

ნიუ-იორკში გარდაიცვალა ქართველი კაცი, რომელიც დაახლოებით ორი კვირის წინ, პოლიციის თანახმად, ასევე ქართველმა შელაპარაკებისას დაჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული პრესა ავრცელებს.

გარდაცვლილი, 43 წლის მამუკა ყულოშვილი და მისი მეგობარი, გიორგი ხაჯალია აშშ-ში ემიგრანტები იყვნენ.

მეზობლების ცნობით, ისინი ხშირად იკრიბებოდნენ ხოლმე და სწორედ ერთ-ერთი ასეთი შეკრებისას მათ შორის შელაპარაკება მოხდა, რა დროსაც ხაჯალიამ ის ცივი იარაღით მრავალჯერ დაჭრა. დაჭრილი ყულოშვილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ის რამდენიმე დღის წინ დაიღუპა.

პოლიციამ ხაჯალია მკვლელობის, მუქარისა და თავდასხმის ბრალდებით დააკავა.

მასალების გადაბეჭდვის წესი