ახალი ამბები

რუსეთმა ოდესაზე სარაკეტო იერიში მიიტანა

25 სექტემბერი, 2023 • 2002
რუსეთმა ოდესაზე სარაკეტო იერიში მიიტანა

რუსეთმა უკრაინას, ოდესის ოლქს, გასულ ღამეს დრონებითა და ზებგერითი რაკეტებით შეუტია.

უკრაინის თავდაცვის ძალების ცნობით, სამიზნე იყო ოდესის პორტის ინფრასტრუქტურა. შედეგად, რამდენიმე შენობა და სახლი დაზიანდა, დაშავდა ერთი მოქალაქე, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

უკრაინული მხარის ცნობით, რუსეთმა ოდესისკენ გასულ ღამეს „შაჰიდის“ 19 დრონი, „ონიქსის“ 2 და „კალიბრის“ 12 რაკეტა გაუშვა. მიზანს მხოლოდ „ონიქსის“ ორმა რაკეტამ და ერთმა „კალიბრმა“ მიაღწია, დანარჩენები უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო.

მასალების გადაბეჭდვის წესი