დღეს, 24 სექტემბერს, 9:21 საათზე საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა  იყო.

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის თანახმად, მიწისძვრის ეპიცენტრი ლაგოდეხთან, სოფელ რაჭისუბანთან იყო. ბიძგების სიმძლავრე 3 მაგნიტუდას შეადგენდა.

დღეს, დილით მიწისძვრა იყო თბილისთან ახლოსაც, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლელუბანთან, ნორიოს სიახლოვეს. დაზუსტებული მონაცემებით, მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 4,7 მაგნიტუდა შეადგინა.