ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ბაქომ ყარაბაღელებს საკვები და ჰიგიენის საშუალებები გაუგზავნა

22 სექტემბერი, 2023 • 2180
ბაქომ ყარაბაღელებს საკვები და ჰიგიენის საშუალებები გაუგზავნა

აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაცია სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანმა ყარაბაღის სომეხი მოსახლეობისთვის საყოფაცხოვრებო ტვირთი გაგზავნა.

ბაქოს ცნობით, 20 ტონა ტვირთის შემადგენლობაშია საკვები პროდუქტები, პური და ჰიგიენის საშუალებები.

როგორც აზერბაჯანული მედია წერს, დახმარების შესახებ აზერბაიჯანულ მხარეს 21 სექტემბერს შეხვედრისას თავად ყარაბაღელებმა სთხოვეს.

მთიანი ყარაბაღის იმ ტერიტორიაზე, რომელსაც ამ ეტაპზე აზერბაიჯანული მხარე არ აკონტროლებდა და 2020 წლის ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ რუსი სამშვიდობოების პასუხისმგებლობის ქვეშ იყო, აზერბაიჯანმა “ანტიტერორისტულ ოპერაციის” მოტივით 19 სექტემბერს შეტევა დაიწყო. დე ფაქტო რესპუბლიკის ცნობით, დაღუპულია, სულ მცირე, 200 ადამიანი, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობა, და დაჭრილია 400-ზე მეტი მოქალაქე. 20 სექტემბერს დე ფაქტო ყარაბაღის რესპუბლიკამ მიიღო რუსი მშვიდობისმყოფელების წინადადება ცეცხლის შეწყვეტასა და საბრძოლო შენაერთების განიარაღებაზე, რაც ბაქომ აზერბაიჯანის მორიგ ტრიუმფად და ყარაბაღის კაპიტულაციად გამოაცხადა და ამასთან, ყარაბაღელი სომხების რეინტეგრაციის გეგმასა და მშვიდობიან თანაცხოვრებაზე დაიწყო საუბარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი