ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთში Snoop dogg-ის კონცერტი გადაიდო

21 სექტემბერი, 2023 • 1208
სომხეთში Snoop dogg-ის კონცერტი გადაიდო

ამერიკელი რეპერის Snoop dogg-ის კონცერტი, რომელიც სომხეთის დედაქალაქში 23 სექტემბერს უნდა გამართულიყო, გადაიდო. ოფიციალური ცნობით, კონცერტის გადადების შესახებ გადაწყვეტილება სომხეთის მთავრობამ მიიღო.

კონცერტის გამართვის თარიღი ამ ეტაპზე უცნობია.

მთიანი ყარაბაღის იმ ტერიტორიაზე, რომელსაც ამ ეტაპზე აზერბაიჯანული მხარე არ აკონტროლებდა, აზერბაიჯანმა “ანტიტერორისტულ ოპერაციის” მოტივით 19 სექტემბერს შეტევა დაიწყო. დე ფაქტო რესპუბლიკის ცნობით, დაღუპულია, სულ მცირე, 200 ადამიანი, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობა, და დაჭრილია 400-ზე მეტი მოქალაქე. 20 სექტემბერს, დე ფაქტო ყარაბაღის რესპუბლიკამ მიიღო რუსი მშვიდობისმყოფელების წინადადება ცეცხლის შეწყვეტასა და საბრძოლო შენაერთების განიარაღებაზე, რაც ბაქომ აზერბაიჯანის მორიგ ტრიუმფად და ყარაბაღის კაპიტულაციად გამოაცხადა. მიმდინარე ამბებს სომხეთში ანტისამთავრობო საპროტესტო ტალღა მოჰყვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი