ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სრული ბლოკადის შემდეგ, ყარაბაღში 23 ტონა ფქვილი და მედიკამენტები შეიტანეს

19 სექტემბერი, 2023 •
სრული ბლოკადის შემდეგ, ყარაბაღში 23 ტონა ფქვილი და მედიკამენტები შეიტანეს

სამთვიანი სრული ბლოკადის შემდეგ წითელი ჯვრის შუამავლობით მთიანი ყარაბაღის სომეხი მოსახლეობისთვის ერთდროულად ორი გზით  – ლაჩინის დერეფნითა და აღდამის გზით ჰუმანიტარული ტვირთი ჩაიტანეს.

როგორც azatutyun.am წერს, ლაჩინის გზით [ სომხეთთან დამაკავშირებელი გზა, რომელიც აზერბაიჯანმა ჩაკეტა] 23 ტონა სომხური წარმოების ფქვილი, ხოლო აღდამის გზით [აზერბაიჯანის კონტროლქვეშ არსებული გზა] რუსული და შვეიცარიული წარმოების სამედიცინო და ჰიგიენური პროდუქცია შევიდა.

წითელი ჯვრის ინფორმაციით, ჰუმანიტარული ტვირთის შეტანა “დაჟინებული დიპლომატიური ძალისხმევით” იყო მიღწეული.

ამასთან, მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო ხელისუფლების ცნობით, აღდამის გზით შეტანილი ტვირთი [აზერბაიჯანის მიმართ უნდობლობის გამო] მხოლოდ ექსპერტიზის შემდეგ გადანაწილდება.

ამასთან, ჯერ არ არის ცხადი, იქნება თუ არა მსგავსი ჰუმანიტარული აქციები მრვალჯერადი.

აზერბაიჯანმა სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის დამაკავშირებელი ლაჩინის კორიდორი 2022 წლის დეკემბერს ჩაკეტა. გზის ჩაკეტვის გამო ყარაბაღში ჰუმანიტარული კრიზისია. ეს კრიზისი განსაკუთრებით უკანასკნელ თვეებში გამწვავდა, როდესაც აზერბაიჯანმა გზაზე ოფიციალური გამშვები პუნქტი ჩადგა და წითელი ჯვრის მეშვეობით მხოლოდ მძიმე პაციენტებს ატარებს. ადგილობრივები ამბობენ, რომ პოლიტიკური, სოციალური და ეკოლოგიური პრობლემების პირობებში ყარაბაღში დიდხანს ცხოვრებას ვერ შეძლებენ. რაც შეეხება საყოფაცხოვრებო პროდუქციას სომეხი მოსახლეობისთვის ყარაბაღში, აზერბაიჯანული მხარე აცხადებს, რომ მათ შეუძლიათ გამოიყენონ მარშრუტი აღდამი-ჰანქენდი. ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ ჰუმანიტარული საჭიროებებისთვის არაფრის ფასად აპირებს აზერბაიჯანის მხარე გადასვლას და სომხეთთან თავისუფალ გადაადგილებას ითხოვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი