ახალი ამბები

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ოჯახი დააყაჩაღეს

17 სექტემბერი, 2023 • 2599
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ოჯახი დააყაჩაღეს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მედანში, 16 სექტემბრის ღამით, ოჯახი დააყაჩაღეს. სახლში რამდენიმე ადამიანი შეიჭრა.

ხსენებულმა პირებმა სახლიდან 15 000 ლარზე მეტი წაიღეს.

როგორც “ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი