ახალი ამბები

ლიეტუვამ რუს მოციგურავეს მოქალაქოება ჩამოართვა 

15 სექტემბერი, 2023 • 1894
ლიეტუვამ რუს მოციგურავეს მოქალაქოება ჩამოართვა 

ლიეტუვის პრეზიდენტმა 15 სექტემბერს ხელი მოაწერა დოკუმენტს რუს მოციგურავე მარგარიტა დრობიაზკოსთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ.  

ლიეტუვას მედიის ცნობით, მოციგურავესთვის ლიეტუვის მოქალაქეობის შეწყვეტის რეკომენდაცია მანამდე შესაბამისმა კომისიამ გასცა და მიზეზად დაასახელა მოციგურავის მიერ კრემლის რეჟიმის მხარდაჭერა. 

დრობიაზკომ  ლიეტუვას მოქალაქეობა 1993 წელს მიიღო სპორტული წარმატებების და ქვეყნის პრომოუშენის გამო – ქმართან ერთად  საერთაშორისო კონკურსებში ის ლიეტუვის სახელით მონაწილეობდა. 

ლიეტუვის ხელისუფლება აცხადებს, რომ დრობიაზკო ინარჩუნებს მჭიდრო პროფესიულ და პერსონალურ ურთიერთობას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერ დიმიტრი პესკოვის ცოლთან უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგაც. 

 დრობიაზკო მონაწილეობდა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ სოჭში გამართულ შოუში, რომლის ორგანიზატორი პესკოვის მეუღლე იყო. მოციგურავემ ღია წერილი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ ის არ მონაწილეობდა რუსულ პროპაგანდაში, თუმცა  “ავრცელებდა კულტურის და სიკეთის სინათლეს”. 

ლიეტუვამ წელს ცვლილება შეიტანა კანონში მოქალაქეობის შესახებ, რომელიც ქვეყანას შესაძლებლობას აძლევს, შეუწყვიტოს ლიეტუვის მოქალაქეობა ორმაგი მოქალაქეობის მქონე ისეთ პირებს, რომლებიც საჯაროდ უჭერენ მხარს ისეთ სახელმწიფოს, რომელიც საფრთხეს უქმნის ლიეტუვას ან მისი მეკავშირეების უსაფრთხოების ინტერესებს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი