ახალი ამბებირეკლამა

ბათუმი ფესტივალი 16-17 სექტემბერს გრანდიოზული ფლი მარკეტით დასრულდება

16 სექტემბერი, 2023 •
ბათუმი ფესტივალი 16-17 სექტემბერს გრანდიოზული ფლი მარკეტით დასრულდება

საქართველოში ყველაზე გრანდიოზული ქუჩის მარკეტი, ბათუმი ფესტივალი დასასრულს მიუახლოვდა. ბათუმი ფესტივალი 17 სექტემბერს დაიხურება. მანამდე კი, ორგანიზატორები სიურპრიზებს გვპირდებიან.

16 და 17 სექტემბერს ბათუმი ფესტივალზე, ანბანის კოშკის მიმდებარედ, გრანდიოზული ფლი მარკეტი გაიმართება. საშოპინგო ზონაში ვიზიტორები ნივთების შეძენას სიმბოლურ ფასად, 1 ლარიდან შეძლებენ. ფლი მარკეტზე წარმოდგენილი იქნება ზრდასრულთა და ბავშვების ტანსაცმელები, სასკოლო ჩანთები, აქსესუარები და მრავალი სხვა. ბათუმი ფესტივალი ტრადიციას არც ახლა ღალატობს და ნებისმიერი ინტერესისა თუ ასაკის ვიზიტორს გაგახარებთ.

ამასთან ერთად, ბათუმი ფესტივალზე 16 და 17 სექტემბერს საკვებ და სასმელების ზონაში 1+1 აქცია გელოდებათ. ფესტივალის მრავალფეროვან საკვებ ზონაში ნებისმიერი 1 კერძის ან სასმლის შეკვეთისას მეორე პროდუქციას უფასოდ მიიღებთ. ბათუმი ფესტივალი გეპატიჟებათ დიდებს და პატარებს, რათა ჩვენთან ერთად დატკბეთ აზიური და ქართული გემოების შერწყმით და მიიღოთ საჩუქრები!

1

ბათუმი ფესტივალი ყველაზე გრანდიოზული ქუჩის მარკეტია, რაც კი მთელს საქართველოში გამართულა. ფესტივალის მიზანი ტურიზმის ხელის შეწყობა და ტურისტებისთვის საქართველოს და აჭარის რეგიონის ტურისტული პოტენციალის ჩვენებაა. ბათუმი ფესტივალზე საქართველოს და უკრაინის 400–მდე მოქალაქე დასაქმდა, რამაც ხელი შეუწყო ქვეყნის შრომითი ბაზრის განვითარებას. ამასთან, ახალგაზრდებს ბიზნესთან უშუალო შეხებით საშუალება მიეცათ თვითონაც მიეღოთ მსგავსი ცოდნა და გამოცდილება.

ბათუმი ფესტივალის საშუალებით, ადამიანებს მიეცათ საშუალება, ხელმისაწვდომ ფასად დაეგემოვნებინათ აზიური და ქართული კულინარიის ნიმუშები, ასევე გაცნობოდნენ აზიურ კულტურას ტრადიციული და თანამედროვე აზიური პერფორმანსების საშუალებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი