ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

არძინბა ირწმუნება, რომ თბილისი აფხაზეთთან მიმართებაში ორ სცენარს განიხილავს

15 სექტემბერი, 2023 • 9997
არძინბა ირწმუნება, რომ თბილისი აფხაზეთთან მიმართებაში ორ სცენარს განიხილავს

“საქართველო აფხაზური საკითხის გადაჭრის მეორე სცენარად სამხედრო გზას განიხილავს”,- ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ აფხაზურ მედიასთან საუბარში განაცხადა.

“ქართველები ხარჯავენ ასეულობით მილიონ დოლარს შეტევისთვის საჭირო შეიარაღებაზე. ქართველები იწყებენ არა სადაზღვერვო, არამედ თავდასხმისთვის საჭირო დრონების წარმოებას. ეს ყოველივე არ არის თავდაცვითი იარაღი”.

პირველ სცენარად კი არძინბა მოიაზრებს “აღიარების გარეშე ჩართულობას”, რომელსაც, მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება აშშ-ის მხარდაჭერით ახორციელებს და იმედოვნებს, რომ აფხაზეთის მოქალაქეებს მოხიბლავს უფასო ჯანდაცვითა და არასამთავრობო ორგანიზაციებში დასაქმებით.

“ეს რბილი სცენარია, რომელსაც ბევრ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში ვხედავთ”.

ინალ არძინბა აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს 2021 წლიდან იკავებს. თანამდებობაზე დანიშვნის დღიდან არძინბა აფხაზეთში მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებს, “საქართველოს მიმართულებით” მუშაობის შემთხვევაში, რამდენჯერმე დახურვით დაემუქრა.

ინალ არძინბა სოხუმში 1990 წელს დაიბადა, თუმცა მისი საქმიანობა რუსეთს უკავშირდება. ინალ არძინბა მუშაობდა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დსთ-ის ქვეყნებთან სოციალურ-ეკონომიკური საკითხების მიმართულებით; ასევე, 2018 წელს მოსკოვის საპატრიარქოსთან არსებულ ახალგაზრდულ საქმეთა საბჭოს ხელმძღვანელად დაინიშნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი