ახალი ამბები

დავალიანების გამო სტატუსშეჩერებულ 30 ათას სტუდენტს ვალს ჩამოვაწერთ — ღარიბაშვილი

15 სექტემბერი, 2023 • 2208
დავალიანების გამო სტატუსშეჩერებულ 30 ათას სტუდენტს ვალს ჩამოვაწერთ — ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ფინანსური დავალიანების გამო ამ დროისათვის სტატუსი შეჩერებული აქვს 30 ათასამდე სტუდენტს. როგორც ის აცხადებს, ყველა ამ სტუდენტს დავალიანებას გაუნულებენ.

როგორც პრემიერმა დღეს, 15 სექტემბერს აღნიშნა, ამ ვალის ჯამური ოდენობა 40 მილიონ ლარს აღწევს. შესაბამისად, დავალიანების ჩამოწერის შემდეგ, აღნიშნული სტუდენტები სწავლის გაგრძელებას შეძლებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი