ახალი ამბები

“ბევრის ადგილას შემეშინდებოდა” – ხოშტარია ფარცხალაძის სანქცირებაზე

14 სექტემბერი, 2023 •
“ბევრის ადგილას შემეშინდებოდა” – ხოშტარია ფარცხალაძის სანქცირებაზე

პოლიტიკური პარტია “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია ეხმაურება აშშ-ის მიერ საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებას.

ხოშტარიას თქმით, ის, რის გამოც ფარცხალაძის წინააღმდეგ ასეთი ზომა გამოიყენეს, ბევრისთვის უნდა იყოს შიშის საფუძველი.

“სანქციაც არის და სანქციაც. სახელწიფო დეპარტამენტის დოკუმენტში ცალკე გამოყოფილია თავი რუსეთის მავნებლურ გავლენაზე საქართველოში, სადაც სწორედ ოთარ ფარცხალაძე არის მხილებული ფსბ-სთან ერთად სპეცოპერაციაში, რომ საქართველოში რუსეთის სასარგებლოდ შეიცვალოს საზოგადოებრივი და პოლიტიკური აზრი. ანუ ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი მთავარი მონა დაასანქციერეს ფსბ-სთან ერთად საქართველოში ანტიდასავლური მოქმედებებისთვის. ბევრის ადგილას შემეშინდებოდა”, – წერს ელენე ხოშტარია.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა რუსეთთან დაკავშირებული პირებს, მათ შორის საქართველოს ყოფილი მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს.

ინფორმაცია ამის შესახებ აშშ-ის ხაზინის გვერდზე გამოქვეყნდა, რომელიც ფარცხალაძეს უწოდებს რუს-ქართველ ოლიგარქს, რომელიც რუსეთის ეკონომიკის მართვის საკონსულტაციო სექტორში საქმიანობს.

აშშ-ის ხაზინის თანახმად, ფარცხალაძეს, როგორც თავის თანამოაზრეს, სავარაუდოდ, „ეფესბეს“ ოფიცერი ალექსანდრე ონიშჩენკო დაეხმარა რუსული პასპორტის და შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეობის მიღებაში.

„ონიშჩენკომ და FSB-მ გამოიყენეს ფარცხალაძე ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის საკეთილდღეოდ გავლენისთვის. გავრცელებული ინფორმაციით, ფარცხალაძემ პირადად ისარგებლა მისი კავშირით „ეფესბესთან“, – წერს აშშ-ის ხაზინა.

ფარცხალაძისთვის სანქციები დაწესებულია უკრაინაში ომის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ფარგლებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი