ახალი ამბები

თბილისში, მაღალაშვილის ქუჩაზე, მოქალაქეს ბინიდან ასახლებენ

14 სექტემბერი, 2023 • 2598
თბილისში, მაღალაშვილის ქუჩაზე, მოქალაქეს ბინიდან ასახლებენ

თბილისში, მაღალაშვილის ქუჩაზე მდებარე ბინიდან მოქალაქეს ასახლებენ. ინფორმაცია ამის შესახებ „ნეტგაზეთს“ საქართველოს აღსრულების ეროვნულ ბიუროში დაუდასტურეს.

უწყების განცხადებით, მევალის ბინიდან გამოსახლებაზე გადაწყვეტილება აღსრულების ეროვნულ ბიუროში სამი წლის წინ შევიდა და პროცესი რამდენჯერმე გადაიდო. აღსრულების პოლიცია მისამართზე დღეს, 14 სექტემბერს მივიდა, თუმცა მოქალაქემ ბინის დატოვებაზე უარი განაცხადა და თქვა, რომ სახლში ასაფეთქებელი ნივთიერება ჰქონდა.

აღნიშნულის შემდეგ აღსრულების პოლიციამ მოქალაქის აღნიშნული განცხადების საფუძველზე პოლიციას მიმართა, თუმცა ადგილზე მისულმა გამნაღმველებმა სახლში ასაფეთქებელი ნივთიერება ვერ იპოვეს. ამის შემდეგ მხარეებთან მოლაპარაკებები გაგრძელდა, რის შემდეგაც აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები სახლში შევიდნენ.

უწყების განცხადებით, ამჟამად ბინას ნივთებისგან ცლიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი