ახალი ამბები

იდენტიფიცირებულია შოვში დაღუპული ბავშვი – ალინა და იაროსლავ პოლიკოვსკების შვილი

13 სექტემბერი, 2023 •
იდენტიფიცირებულია შოვში დაღუპული ბავშვი – ალინა და იაროსლავ პოლიკოვსკების შვილი

შოვში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპული კიდევ ერთი ადამიანის იდენტიფიცირება მოხდა – ეს ზაზა მესხთან და მის მეუღლესთან ერთად მყოფი ერთ-ერთი ბავშვი იყო.

დაღუპული ბავშვი მესხის ცოლის, ალინა პოლიკოვსკასა და მისი ყოფილი მეუღლის, იაროსლავ პოლიკოვსკის შვილი იყო. სწორედ პოლიკოვსკიმ დაწერა, რომ მისი შვილის ცხედრის ამოცნობა მოხდა.

„ჩემო საყვარელო შვილო, ძლივს გიპოვეს. რაც არ უნდა სასტიკად ჟღერდეს, ახლა შეგვიძლია დედასთან ერთად დაგასაფლავოთ. გვექნება ადგილი, სადაც შენთან მოვალთ“, – წერს პოლიკოვსკი.


ზაზა მესხი ოჯახთან – მეუღლე ალინა პოლიკოვსკასთან და სამ ბავშვთან ერთად, სტიქიის დროს შოვში დასასვენებლად იმყოფებოდა. ამ ეტაპზე შოვში დაღუპული ყველა ადამიანი ნაპოვნია ერთის გარდა – ამ დრომდე გრძელდება ზაზა მესხის უმცროსი შვილის ძებნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი