ახალი ამბები

„ბენეფიციარებს თერაპია არ შეუწყდებათ“ – მერია, საჭიროებისამებრ, „ილიას ბავშვთა და მოზარდთა განვითარების“ ცენტრს ალტერნატიულ ფართს გამოუყოფს

13 სექტემბერი, 2023 • 1329
„ბენეფიციარებს თერაპია არ შეუწყდებათ“ – მერია, საჭიროებისამებრ, „ილიას ბავშვთა და მოზარდთა განვითარების“ ცენტრს ალტერნატიულ ფართს გამოუყოფს

თბილისის მერიის განცხადებით, თუ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავარიულად მიჩნეული C კორპუსში განთავსებული ილიას ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრი, რომელიც მომსახურებას უწევს 82 აუტისტური სპექტრის მოზარდს, ვერ მოიძიებს ალტერნატიულ ფართს, მერია ბენეფიციარებს სხვა ცენტრებში გადაანაწილებს და მომსახურების გარეშე არ დატოვებს.

„გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული ცენტრი იხურება, რაც შენობის ავარიულობიდან გამომდინარე, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე დადგინდა.

იმ შემთხვევაში, თუ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, რის შესახებაც მუნიციპალიტეტის მერია საქმის კურსში 12 სექტემბერს ჩააყენეს, აღნიშნული ცენტრი ვერ უზრუნველყოფს ალტერნატიული ფართის მოძიებას და პროგრამის ფარგლებში სერვისის მიწოდებას, ბავშვები და მოზარდები, მათი სურვილისამებრ, მერიის პროგრამის განმახორციელებელ სხვა ცენტრებში გადანაწილდებიან და არ მოხდება მათთვის თერაპიის სეანსების შეწყვეტა“, – ვკითხულობთ განცხადებაში.


ილიაუნის C კორპუსის მდგომარეობის შესახებ იხილეთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი