რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებით, სომხეთის ელჩი რუსეთში ვაგარშაკ არუთუნიანი რუსეთის საგარეო უწყებაში დაიბარეს ერევნის არამეგობრულ ნაბიჯებთან დაკავშირებით, მათ შორის, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის რატიფიცირების შესახებ მოსკოვის მწვავე რეაქციაზე განუმარტეს.
“ერევნის მოტივაცია სომხეთმა უნდა ახსნას და განმარტოს. სხვათა შორის, მათ წარმოადგინეს საკუთარი შეფასებები, თუმცა მსგავსი ნაბიჯები ჩვენ მიერ არამეგობრულად განიხილება, რაზეც ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია სომეხ კოლეგებთან, პარტნიორებთან, მეგობრებთან. თუმცა, უკვე რაღაც ეტაპზე საჯაროდ დავიწყეთ ამის შესახებ საუბარი, რადგან სულ უფრო მეტი კითხვა ჩნდება”.
სომხეთის მთავრობამ რომის სტატუტის ქვეყნის კონსტიტუციასთან შესაბამისობის დადგენის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წელს მიმართა.
ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლომ რამდენიმე თვის წინ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. პუტინის დაკავების ვალდებულება ექნებათ ყველა იმ ქვეყანაში, სადაც რომის სტატუტი მოქმედებს. შესაბამისად, რუსეთი წინააღმდეგი იყო სომხეთის მიერ რომის წესდების რატიფიცირებისა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 2016 წელს განკარგულება გამოსცა, რომლის თანახმადაც, რუსეთმა რომის წესდების სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო დატოვა.