ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რუსეთმა აზერბაიჯანს დიპლომატიური დემარში გამოუცხადა

13 სექტემბერი, 2023 • 1921
რუსეთმა აზერბაიჯანს დიპლომატიური დემარში გამოუცხადა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებით, რუსეთმა აზერბაიჯანს დიპლომატიური დემარში გამოუცხადა.

დემარშის მიზეზი, როგორც ზახაროვა ამბობს, ისაა, რომ აზერბაიჯანის საგარეო უწყებამ რუსეთის ახალ რეგიონებში დანიშნულ არჩევნებზე განცხადება გააკეთა, რომელიც, როგორც ზახაროვა ამბობს, ქვეყნებს შორის სამოკავშირეო ურთიერთობებს ეწინააღმდეგება.

“მსგავს შეფასებებს ვერ მივიღებთ, ეს მიუღებელია შეფასებაა და არ პასუხობს ჩვენს ქვეყნებს შორის მოკავშირეობის დონეს. ბაქოში ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხებს ისეთივე პატივისცემით უნდა უდგებოდნენ, როგორსაც ჩვენი პარტნიორები ჩვენგან მოელიან, როდესაც საუბარი აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიულ მთლიანობას შეეხება.

2023 წლის 8 სექტემბერს რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზე – [დონეცკი, ლუგანსკი, ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქებში] საპარლამენტო არჩევნები დაიწყო.

აზერბაიჯანმა უკრაინის ტერიტორიებზე რუსეთის მიერ ჩატარებულ არჩევნებს საკუთარ განცხადებაში არალეგიტიმური უწოდა და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მხარი დაუჭირა.

მასალების გადაბეჭდვის წესი