ახალი ამბები

კანონის უზენაესობის შესახებ შეფასება EU-ში გაწევრიანების მსურველებზეც გავრცელდება – ფონ დერ ლაიენი

13 სექტემბერი, 2023 • 910
კანონის უზენაესობის შესახებ შეფასება EU-ში გაწევრიანების მსურველებზეც გავრცელდება – ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ბრიუსელი ბლოკში გაწევრიანების მოსურნე ქვეყნებზეც გაავრცელებს კანონის უზენაესობის შეფასების ანგარიშის წარდგენის აუცილებლობას.

ფონ დერ ლაიენის თქმით, ეს ცვლილება დაეხმარება წევრობის მსურველებს რეფორმების გატარებაში, წევრებთან გაათანაბრებს და უზრუნველყოფს, რომ ევროკავშირის მომავალში ყველას ექნება თავისუფლება და უფლებები.

ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ ანგარიში კანონის უზენაესობის შესახებ ევროკომისიისთვის პრიორიტეტია. მანვე ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირის წევრები უნდა იყვნენ „დემოკრატიული ქვეყნები დამოუკიდებელი მართლმსაჯულებით, სადაც პატივს სცემენ ოპოზიციას და იცავენ ჟურნალისტებს“.

„კანონის უზენაესობა და ფუნდამენტური უფლებები ყოველთვის იქნება ჩვენი კავშირის საფუძველი – ამჟამინდელი და მომავალი წევრების შემთხვევაშიც“, – ამბობს ევროკომისიის პრეზიდენტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი