ახალი ამბებიკინოხელოვნება

ცნობილია ვენეციის მე-80 კინოფესტივალის გამარჯვებულები

10 სექტემბერი, 2023 • 2555
ცნობილია ვენეციის მე-80 კინოფესტივალის გამარჯვებულები

9 სექტემბერს გაიმართა ვენეციის მე-80 საერთაშორისო კინოფესტივალის დაჯილდოების ცერემონია. საუკეთესო ფილმისთვის ოქროს ლომი გადაეცა იორგოს ლანთიმოსის ფილმს – „Poor Things”.

იორგოს ლანთიმოსი ოქროს ლომით. ფოტო: EPA-EFE/ETTORE FERRARI

გრან პრი გადაეცა რიუსუკე ჰამაგუჩის ფილმს – „ბოროტება არ არსებობს (悪は存在しない )”, ხოლო საუკეთესო რეჟისორად დასახელდა მატეო გარონე ფილმისთვის – Io Capitano”.  მატეო გარონეს ფილმში განსახიერებული როლისთვის საუკეთესო ახალგაზრდა მამაკაც მსახიობად დასახელდა – სეიდუ სარი.

მარცხნიდან – სეიდუ სარი და მარეო გარონე პრიზებით. ფოტო: EPA-EFE/ETTORE FERRARI

სპეციალური ჟიურის პრიზი გადაეცა აგნიეშკა ჰოლანდს ფილმისთვის -„მწვანე საზღვარი”. საუკეთესო სცენარისთვის კი დაჯილდოვდნენ გილერმო კალდერონი და პაბლო ლარაინი ფილმისთვის – El Conde”.

აგნიეშკა ჰოლანდი ჟიურის სპეციალური პრიზით. ფოტო: EPA-EFE/ETTORE FERRARI

საუკეთესო მსახიობი ქალი გახდა კეილი სპენი ფილში „პრისცილა” განსახიერებული როლისთვის, საუკეთესო მამაკაცად კი დასახელდა – პიტერ სარსგაარდი ფილმისთვის – „Memory”.

კეილი სპენი ვოლპის თასით. ფოტო: EPA-EFE/ETTORE FERRARI

მასალების გადაბეჭდვის წესი