ახალი ამბები

შატილის გზაზე მიწის მასის ჩამოშლის გამო გადაადგილება აიკრძალა

9 სექტემბერი, 2023 •
შატილის გზაზე მიწის მასის ჩამოშლის გამო გადაადგილება აიკრძალა

შატილის გზაზე მიწის მასის ჩამოშლის გამო გადაადგილება აიკრძალა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 90-ე კმ-ზე, ღამის წვიმების შედეგად, ჩამოიშალა მიწის მასა, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოების ჩატარებამდე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი