ახალი ამბები

112 მოქალაქეებს აფრთხილებს მოსალოდნელი ძლიერი ნალექის გამო

8 სექტემბერი, 2023 • 12831
112 მოქალაქეებს აფრთხილებს მოსალოდნელი ძლიერი ნალექის გამო

112 მოქალაქეებს სიფრთხილსკენ მოუწოდებს 9 სექტემბრიდან 10 სექტემბრის დილამდე საქართველოს უმეტეს რაიონებში მოსალოდნელი ძლიერი ნალექის გამო. 

შესაბამისი შეტყობინებები მოქალაქეებს მობილურ ტელეფონებზეც დაეგზავნათ. 

საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 9 სექტემბრიდან 10 სექტემბრის დილამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რეგიონში კვლავ ძლიერი ნალექი, ელჭექი და სეტყვაა მოსალოდნელი.  

“იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.  9 სექტემბრიდან მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაცემა და მაღალმთიან რეგიონებში შესაძლებელია თოვლჭყაპი აღინიშნოს”, – ნათქვამია სააგენტოს გავრცელებულ ცნობაში. 

სააგენტო იუწყება, რომ მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა შესაძლოა საქართველოს მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. უწყება არ აკონკრეტებს კონკრეტულ ადგილებს, თუ სად არის მოსალოდნელი მეწყრულ-ღვარცოფული პროცესები.

8 სექტემბერს გურიაში სტიქიას 3 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ორი ბავშვი. 

მასალების გადაბეჭდვის წესი