ახალი ამბები

სახელმწიფო არქივთან ხანძარი ლოკალიზებულია – საგანგებო

8 სექტემბერი, 2023 •
სახელმწიფო არქივთან ხანძარი ლოკალიზებულია – საგანგებო

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ხანძარი თბილისში, სახელმწიფო არქივის მიმდებარედ, უკვე ლოკალიზებულია.

უწყების ცნობით, ხანძარი არქივთან  ცალკე მდგომ შენობას გაუჩნდა, თუმცა უკვე ლოკალიზებულია. არ ვრცელდება ცნობა დაზარალებულების შესახებ.

ჯერჯერობით უცნობია, ეკუთვნის თუ არა ეს შენობა სახელმწიფო არქივს. სანანგებო სიტუაციათა სამსახური ამბობს, რომ არ იცის ვის ეკუთვნის ეს შენობა. ამავე წყაროს ცნობით, ხანძარის არეალი  დაახლოებით 200 კვადრატი იყო.  ინფორმაცია განახლდება. 

 



მასალების გადაბეჭდვის წესი